თბილისის მერია

წვეულებებში, მიღებებში, სასტუმროებში მერიამ 2019 წელს ₾1 მლნ დახარჯა

instagram/kakhakaladze

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2019 წელს თბილისის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 961 498 ლარი შეადგინა.

წარმომადგენლობითი ხარჯები სტუმრების შესახვედრად დარბაზების დაქირავებას, შეხვედრებისა და წვეულებების გასამართად, სასტუმრო სივრცეების დაქირავებას, სტუმრების გამასპინძლებას, საქმიან სადილებსა და სტუმრების სასტუმროში განთავსებას მოიცავს.

მერიამ ყველაზე მეტი აჭარა ჯგუფის ობიექტებში (Holiday Inn, Rooms, სტამბა) და შერატონ მეტეხი პალასში დახარჯა.

აჭარა ჯგუფის სასტუმროებში სასტუმროს მომსახურებაში, დარბაზის დაქირავებასა და სადილების გამართვაში მერიის ბიუჯეტიდან 2019 წელს 168,631 ლარი დაიხარჯა, შერატონ მეტეხი პალასში კი – 163,989 ლარი.

საშუალოდ, ერთ დღეში მერიის წარმომადგენლობითი ხარჯები 2 634 ლარს აღწევდა.

 

კომენტარები