კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა

0 კომენტარი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან 2 პირის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ერთ-ერთის, ასაკოვანი ქალის მდგომარეობა, როგორც ეზუგბაია განმარტავს, შეიძლება კრიტიკულად ჩაითვალოს.

"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, მათი მდგომარეობა არ შეცვლილა ჯერჯერობით. ამ 4 პაციენტიდან 2 პაციენტი განსაკუთრებით მძიმეა, ერთი პაციენტი შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულად, ასაკოვანი ქალბატონი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება. ჯერ ვერ ვიტყვით, რომ მდგომარეობა დასტაბილურებულია, ამიტომ პროგნოზი და გამოსავალზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია", - ამბობს ეზუგბაია.

მისივე ცნობით, დღეს დილით ჩატარებული 10 ტესტიდან 10-ვეს პასუხი უარყოფითია. COVID-19 არც ერთ მათგანს დაუდასტურდა. ეზუგბაიას ინფომრაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ 34 პაციენტი რჩება.

სულ საქართველოში, 26 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 განიკურნა.

შეგახსენებთ, რომ მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონებად გამოცხადდა, რადგან მარნეულში 60 წელს გადაცილებული ქალი დაინფიცირდა, რომლის კონტაქტების ჯაჭვშიც 1700-ზე მეტი ადამიანია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები