აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სულ 3

Anadolu Agency

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სულ ვირუსულმა ინფექციამ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გამოვლინდა COVID 19-ით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა, ჯამში აზერბაიჯანში ვირუსი 122 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 15, ხოლო 104 აქტიური შემთხვევიდან 6 პირის მდომარეობა კრიტიკულია. კარანტინის რეჟიმში კი 2 914 პირი იმყოფბა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ნახევარ მილიონს გადაცდა [510,645], გამოჯანმრთელდა 122,245 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა - 23,028.

რაც შეეხება საქართველოს, 26 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 განიკურნა.

კომენტარები