ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

27 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების შესრულებას ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოთუას ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, თიანეთის გზატკეცილის, ზაქარია მაისურაძის, ბაბილოძის და ხერგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში.

კომენტარები