საპენსიო სააგენტო

ლარის გაუფასურებით საპენსიო სააგენტოს მიერ დაგროვილი თანხის ღირებულება მცირდება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

უკანასკნელი მონაცემებით საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა 667 მილიონ ლარს უტოლდება, რაც დღევანდელი კურსით 191 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

საპენსიო რეფორმა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, როცა დოლარის კურსი, ნაცვლად დღევანდელი 3.48-ისა, 2.67 იყო. შესაბამისად, იმდროინდელი კურსით საპენსიო ფონდში ამჟამად დაგროვილი თანხა არა 191 მილიონი დოლარის, არამედ დაახლოებით 250 მილიონი დოლარის ტოლი იქნებოდა.

ამჟამად საპენსიო ფონდში აკუმულირებულ თანხას 32 მილიონ ლარამდე სარგებელიც აქვს დარიცხული. 4 მარტს სააგენტომ 560 მილიონი ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განათავსა.

2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულები ფონდში რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას დაემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2% დასაქმებულის მთლიანი შემოსავლის. 40 წლამდე სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი.

კორონავირუსის კრიზისის შედეგების შესარბილებლად, ოპოზიცია ითხოვს, დროებით გაუქმდეს საპენსიო შენატანი, რითაც დამატებით გამოუთავისუფლდებათ ფული როგორც დასაქმებულებს, ისე დამსაქმებლებსა და სახელმწიფოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები