კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, მთავრობის მიერ შექმნის ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

26 მარტის ოფიცალური მონაცემებით, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცვხი 79-ია. საკარანტინო რეჟიმში 4427 ადამიანიიმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 257.

აქვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში, სადაც იმავე ტესტებით ხელმძღვანელობენ, რითიც ლუგარის კვლევითი ცენტრი თბილისში, ახალი კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ, დაუდასტურა.

გიორგიძე ვერ გვპასუხობს შეკითხვაზე, ეს შემთხვევა შედის თუ არა იმ 79 შემთხვევაში, რომელზეც აქამდე გვქონდა ინფორმაცია, თუმცა ამბობს, რომ ტესტებზე პასუხი დღეს საღამოს მოვიდა, 79 ინფიცირებულის შესახებ კი ინფორმაცია დღის პირველ ნახევარში გავრცელდა.

სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები