საფრანგეთში COVID 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 696-მდე გაიზარდა

Reuters

საფრანგეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხხვი 1 696-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში გარდაცვალების 365 შემთხვევა დადასტურდა.

გაიზარდა ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელიც. საფრანგეთში კორონავირუსით დაინფიცირების 3 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ვირუსული ინფექციია 29 155 პირს დაუდგინდა.

იტალიის, საფრანგეთის, ჩინეთისა და ირანის შემდეგ, საფრანგეთში COVID 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა, სხვა დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მაღალია.

26 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 522 744 პირი დაინფიცირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 123 322, ხოლო გარდაიცვალა - 23621.

კომენტარები