კორონავირუსი

ჩინეთი კორონავირუსის გამო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლას კრძალავს

Zhao Jun/Xinhua via AP

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ჩინეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლას კრძალავას. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 28 მარტიდან შევა ძალაში. 

სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება დიპლომატებსა და "ც" კატეგორიის ვიზის მქონე პირებს არ შეეხებათ. 

შეზღუდვა ფრენებსაც შეეხება - ჩინურმა და უცხოურმა ავიაკომპანიებმა ფრენა კვირაში ერთხელ უნდა შეასრულონ. 

ჩინეთში შიდა გადაცემის ფაქტი რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის არ დაფიქსირებულა, თუმცა, ქვეყანაში შესული ადამიანების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი უდასტურდებათ, იმატებს. 

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დადასტურდა 1 შიდა გადაცემის ფაქტი. ქვეყანაში ახლა კორონავირუსით 3 292 ადამიანია დაინფიცირებული, 2896 ჰუბეის პროვინციაში. ჯამში, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 81 340 შემთხვევა დადასტურდა, 74 588 პირი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები