საქართველოში Covid 19-სგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 13 ადამიანი

რადიო თავისუფლება

საქართველოში Covid 19-ით ინფიცირებული სულ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 26 მარტის მონაცემებით, გამოჯანმრთელებული იყო 11 ადამიანი.

მთლიანობაში, საქართველოში კორონავირუსი, 27 მარტის 09:00 საათის მონაცემებით, 81 ადამიანს დაუდასტურდა.

ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

კარანტინის რეჟიმშია 4427 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 257 პირი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულსა და ბოლნისში კი მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები