ახალი კორონავირუსი

პარლამენტი: დეპუტატი Covid 19-ის პირობებში, ტყიბულელთა დასახმარებლად 100 000 ლარს გაიღებს

0 კომენტარი

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცნობით, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე პირადი დანაზოგიდან ტყიბულის მოსახლეობისთვის, მათ შორის მეშახტეთა დასახმარებლად, 100 000 ლარს გაიღებს.

გადაწყვეტილება მისი და არჩილ თალაკვაძის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. პარლამენტის თავმჯდომარე მაჟორიტარ დეპუტატს ახალი კორონავირუსით გამოწვეული რთული ვითარების განსახილველად შეხვდა.

"იმისათვის, რომ თანხის განკარგვა გამჭვირვალედ მოხდეს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს და შახტის ადმინისტრაციას ეთხოვა, რომ მეშახტეთა მაღალი ჩართულობით, მაქსიმალურად დროულად შეიმუშაონ გამოყოფილი თანხის განაწილების კრიტერიუმები", - წერია პარლამენტის განცხადებაში.

ელგუჯა გოცირიძე მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია.

2001-დან 2016 წლამდე გოცირიძე ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი იყო. ასევე, იყო დამოუკიდებელ ჰოსპიტალთა ასოციაციის პარტნიორი და საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები