ეკონომიკა

აშშ-ის სენატმა ეკონომიკის სტიმულირების 2 ტრილიონიანი პაკეტი დაამტკიცა

0 კომენტარი
ფოტო: dailypolitical.com

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებისა და ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი სენატმა ერთხმად მიიღო. სტიმულირების პაკეტის მოცულობა 2,2 ტრილიონი დოლარია, რაც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია, შედარებისთვის 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს საკრიზისო პაკეტის მოცულობამ 700 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

პროგრამის ფარგლებში ამერიკელები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 99 ათასს დოლარს არ აღემატება ერთჯერადად 1,200 დოლარს მიიღებენ. არასრულწლოვნებზე დამატებით 500 დოლარია გათვალისწინებული. 

პროგრამის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებული მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურის მხარდაჭერა, ასევე, ამერიკის უმსხვილესი დამსაქმებლების სტიმულირება, რათა არ მოხდეს მომუშავე პერსონალის შემცირება. 

სენატის შემდეგ, პაკეტს წარმომადგენელთა პალატაში განიხილავენ, რის შემდეგაც ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გაეგზავნება. ამ დროისთვის აშშ-ში Covid-19-ის 85 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1301 პაციენტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები