კორონავირუსი

ესპანეთში ერთ დღეში Covid 19-ით კიდევ 493 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა დაავადების 6 273 შემთხვევა

ესპანეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით კიდევ 493 ადამიანი დაიღუპა. ამჟამინდელი მონაცემებით ახალ ვირუსს ესპანეთში 4 858 პაციენტი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების რიცხვი 6 273-ით გაიზარდა. ჯამში ესპანეთში ახალი კორონავირუსი 64 059 პირს დაუდასტურდა. 9 357 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 

აშშ-ს, ჩინეთს და იტალიის შემდეგ, კორონავირუსი ყველაზე მეტ ადამიანს ესპანეთში დაუდასტურდა. აშშ-ში ინფიცირებულია 85 749 პირი, გარდაიცვალა 1 304, გამოჯანმრთელებულია 1 868.

რაც შეხება იტალიას, მსოფლიოში კორონავირუსით ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი სწორედ ამ ქვეყანაში დადასტურებული - 8 215 გარდაცვლილით. ინფიცირებულია 80 589, გამოჯანმრთელებულია 10 361.

27 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსი 549 303 ადამიანს დაუდასტურდა. 24 871 გარდაიცვალა, 128 654 გამოჯანმრთელდა. 395 778 პაციენტი კვლავ მკურნალობას განაგრძობს, აქედან 20 976 სერიოზულ ან კრიტიკულ მდგომარეობაშია.

კომენტარები