კორონავირუსი საქართველოში

მდინარაძე: მთავრობა უახლოეს დღეებში წარადგენს ანტიკრიზისულ გეგმას, რაც იქნება რეალისტური

ტაბულა

როგორც ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შესარბილებლად, ანტიკრიზისულ გეგმას მთავრობა უახლოეს დღეებში წარადგენს.

მან იმ ანტიკრიზისულ გეგმებზეც ისაუბრა, რომლის შესახებ განცხადებებსაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები აკეთებენ და თქვა, რომ  ეს არის არარეალური და "ოპოზიციას სურს რაღაც სეგმენტის გული მოიგოს."

"ვისმენთ რაღაც ანტიკრიზისულ გეგმებს, რომ შეკრიბო ციფრები, რაც მათი აზრით უნდა დარიგდეს საზოგადოებაში მივიღებთ საერთოდ რაც გვაქვს ბიუჯეტი იმაზე გაცილებით მეტს. საუბრობენ იმისათვის, რომ მოიგონ რაღაც სეგმენტის გული, მაგრამ ხალხი ყველაფერს ხედავს.

მთავრობა უახლოეს დღეებში წარმოადგენს ანტიკრიზისულ გეგმას, რაც იქნება რეალისტური. რაც იქნება საჭიროებებზე სეგმენტურად მორგებული და მე ვფიქრობ, ამ გეგმის ფარგლებში ერთი მხრივ, ეკონომიკის სტიმულირებას და მეორე მხრივ, ჩვენი მოსახლეობის დახმარებას შევძლებთ," - თქვა მამუკა მდინარაძემ.

გუშინ, 26 მარტს, პარტია ევროპულმა საქართველომ სპეციალურ ბრიფინგზე Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირების კომპლექსური, ანტი-კრიზისული გეგმა წარადგინა

ერთიანი გეგმა რამდენიმე მნიშვნელოვან ახალ ინიციატივას მოიცავს. მათ შორისაა, სახელფასო დანაკლისის ანაზღაურება შემდეგი 8 თვის განმავლობაში, ასევე, საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის ერთჯერადად 200 ლარის გადაცემა. 

კომენტარები