კორონავირუსი საქართველოში

საქართველოს ბანკი კორონავირუსის 20 000 ტესტს შეიძენს და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ახალი კორონავირუსის 20 000 ლაბორატირიულ ტესტს შეიძენს და მათ ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს.

გარდა ტესტებისა, კომერციული ბანკი სამედიცინო აღჭურვილობებსაც შეიძენს.

"ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევასთან, COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დეფიციტური სამედიცინო აღჭურვილობა, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოსთვის შეიძენს:

20 000 ლაბორატორიულ ტესტს
10 სასუნთქ აპარატს
50 000 პირბადეს
60 000 ხელთათმანს

აღჭურვილობა მთლიანად გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად", - წერია ბანკის გაცხადებაში.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 13 გამოჯანმრთელდა, კარანტინში კი 2505 ადამიანი იმყოფებოდა. ამასთან ერთად, კარანტინშია მოქცეული ორი მუნიციპალიტეტი - მარნეული და ბოლნისი.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი 550 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული. დაიღუპია 24 900 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 128 000. 

კომენტარები