მეგან მარკლი

მეგან მარკლი სპილოების შესახებ დისნეის დოკუმენტური ფილმის მთხრობელი იქნება

Getty Images

მეგან მარკლი დისნეის დოკუმენტური ფილმის "Elephants"-ის მთხრობელი იქნება - ინფორმაცია კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა. 

დოკუმენტური ფილმი აფრიკელი სპილოს, სახელად Shani-ის და მისი შვილის, Jomo-ს ისტორიას მოგვითხრობს.

"Elephants" 3 აპრილს, Disney+-ზე გამოვა. სპილოების შესახებ დოკუმენტურ ფილმთან ერთად დელფინების შესახებ გადაღებული ფილმიც გამოვა, რომლის მთხრობელიც ნატალი პორტმანი იქნება.

დისნეის ინფორმაციით, მეგან მარკლი დოკუმენტური ფილმის შემქმნელებს 2016 წელს, ბოცვანაში შეხვდა და სპილოების ისტორიას გაეცნო. ხმა კი 2019 წლის სექტემბერში ჩაწერა, თვეებით ადრე სამეფო ტიტულების დათმობამდე.

გარდა ამისა, დისნეიმ გავრცელებულ განცხადებაში უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიას მეგან მარკლისთან სხვა კონტრაქტიც აქვს დადებული.

---

8 იანვარს, სასექსის ჰერცოგინიამ და პრინცმა ჰარიმ განცხადება გაავრცელეს, რომ ისინი უარს ამბობენ სამეფო ტიტულებზე და დროის გატარებას დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ. მათ ასევე თქვეს, რომ მუშაობენ, რათა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები.

ამის შემდეგ სამეფო ოჯახს შორის დაიწყო მოლაპარაკებები, რის შედეგადაც დიდი ბრიტანეთის დედოფალმა განაცხადა, რომ ოჯახი პატივს სცემს ჰარისა და მეგანის სურვილის, რომ დაიწყონ ახალი ცხოვრება.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, 18 იანვარს, ბუკინგემის სასახლე უკვე ოფიციალურად დაეთანხმა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მოთხოვნას და მათ სამეფო ტიტულები ჩამოართვა.

საბოლოოდ, წყვილი სამეფო ტიტულებს 31 მარტს დათმობს.

 

კომენტარები