მარკ ზაკერბერგი კორონავირუსთან ბრძოლისთვის 25 მილიონ დოლარს გამოყოფს

Getty Images

Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ზაკერბერგი და მისი ცოლი, პრისცილა ჩანი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 25 მილიონ დოლარს გამოყოფენ.

ამის შესახებ მარკ ზაკერბერგმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

"მე და პრისცილა 25 მილიონ დოლარს გამოვყოფთ, რათა დაჩქარდეს Covid-19-ის მკურნალობის განვითარება. ჩვენ Gates Foundation-თან და სხვებთან ვთანამშრომლობთ, რომ სწრაფად შევაფასოთ უკვე არსებული ყველაზე პესპექტიული წამალები, რათა ვნახოთ რომელი შეიძლება იყოს ეფექტური კორონავირუსის პრევენციისა და მკურნალობისთვის. მას შემდეგ რაც წამლები კლინიკური უსაფრთხოების კვლევებს გაივლიან, თუ ისინი ეფექტურები იქნებიან, უფრო სწრაფი მათი დამტკიცება იქნება, ვიდრე ვაქცინის შექმნა და ტესტირება - ამას სავარაუდოდ თვეები, შესაძლოა წელიწადიც და მეტიც დაჭირდეს", - წერს ზაკერბერგი.

ცოტა ხნის წინ, Facebook აშშ-ს 750 000 სახის ნიღაბი გადასცა, რომელიც კომპანიას იმ შემთხვევისთვის ჰქონდა შეძენილი, თუ ხანძრები გაგრძელდებოდა.

27 მარტის მონაცემებით, ამერიკაში ახალი კორონავირუსის 93 329 შემთხვევა არის დადასტურებული. გარდაცვლილია 1 384 ადამიანი და გამოჯანმრთელებულია - 2 424.

კომენტარები