კორონავირუსი

თურქეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 2,069 შემთხვევა გამოვლინდა, სულ - 5,698

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 2,069 შემთხვევა გამოვლინდა. სულ  დადასტურებულია - 5,698. 27 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში Covid 19-ის ინფექციით ჯამში 92 ადამიანია დაღუპული. 42 პაციენტი გამოჯანმრთელდა. აქტიური 5,564 შემთხვევიდან 241 პაციენტის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

თურქეთში Covid 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 11 მარტს გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.

გარდა ამისა, თურქეთმა ჩინეთის, ირანის, სამხრეთ კორეის და იტალიის შემდეგ, ფრენები შეწყვიტა გერმანიის, ესპანეთის, ნორვეგიის, საფრანგეთის, ავსტრიის, დანიის, შვედეთის, ბელგიის და ნიდერლანდების მიმართულებით.

კომენტარები