კორონავირუსი

გამყრელიძე ინფიცირების ორ ახალ შემთხვევაზე: ეს შიდა გავრცელება არ გახლავთ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა. 27 მარტის საღამოს, დაავადების კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეს არ არის შიდა გავრცელების ფაქტები. მისივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევები მარნეულს და ბოლნისს არ უკავშირდება.

"მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ სანამ ეს ინფორმაცია არ დაზუსტდება, მანამდე ღია ეთერში ვერ მოგახსენებთ. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ეს შიდა გავრცელება არ გახლავთ" - თქვა გამყრელიძემ TV ფორმულას ეთერში. 

ორი ახალი პაციენტიდან ერთი, 72 წლის კაცი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მისი მდგომარეობა "საშუალოზე მძიმეა". ექიმის ცნობით, კაცს საფრანგეთსა და ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

კომენტარები