კორონავირუსი

ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი მედიცინის საკითხებზე Covid-19-ის სიმპტომებით თვითიზოლაციაშია

REUTERS

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავარი მრჩეველი მედიცინის საკითხებზე კრის ვითი ახალი კორონავირუსის სიმპტომებით თვითიზოლაციაში იმყოფება.

27 მარტს თავის Twitter-ის გვერდზე მან დაწერა, რომ მომავალი შვიდი დღე ის თვითიზოლაციაში იქნება და მუშაობას სახლიდან გააგრძელებს.

გასული დღეების განმავლობაში ვითი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან ბორის ჯონსონთან, რომელსაც 27 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ახლოს მუშაობდა, ისინი კორონავირუსზე ყოველდღიურ ბრიფინგებს ერთად მართავდნენ.

გუშინ, 27 მარტს კორონავირუსი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანს მეთ ჰენკოკსაც დაუდასტურდა. პრემიერმინისტრი და ჯანდაცვის მდივანი თვითიზოლაციაში არიან, მათ ვირუსის არამწვავე სიმპტომები აღენიშნებათ და სახლიდან აგრძელებენ მუშაობას.

გაერთიანებულ სამეფოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 14 543 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 759 პაციენტი.

კომენტარები