კორონავირუსი იტალიაში

102 წლის იტალიელი ქალი კორონავირუსისგან განიკურნა

იტალიაში კორონავირუსისგან 102 წლის ქალი განიკურნა. CNN-ის ინფორმაციით, იტალიკა გრონდონამ ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ გენოას ერთერთ საავადმყოფოში 20 დღე გაატარა. ის ახლა საკუთარ სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. 

ექიმების თქმით, ქალი ვირუსით დაინფიცირებული მოხუცი ადამიანებისთვის იმედის სიმბოლოა. 

"ჩვენ მას უკვდავი შევარქვით. იტალიკა ჩვენთან მარტის დასაწყისში შემოვიდა, მაგრამ მას მინიმალური დახმარება დასჭირდა. ყველაფერი მისმა ორგანიზმმა ქნა"- ამბობს ექიმი. 

"გრონდონამ საავადმყოფო დატოვა 26 მარტს და ახლა სახლშია. არ ვიცი რა არის მისი საიდუმლო, მაგრამ ვიცი, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქალია. მისი ერთადერთი ვაჟი წლების წინ გარდაიცვალა. თუმცა უყვარს სიცოცხლე, მუსიკა, ფრედი მერკური და ვალენტინო როსი", - უთხრა იტალიკას ძმისშვილმა რენატა ვილა გრანდონამ CNN- ს.

ბოლო მონაცემებით, იტალიას 86,498 ინფიცირებული, 9,134 გარდაცვლილი და 10,950 გამოჯანმრთელებული ჰყავს. აქტიური 66,414 შემთხვევიდან 3,732 პაციენტის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

კომენტარები