კორონავირუსი

თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის 6 პირი 3 000 ლარით დააჯარიმეს და კარანტინში გადაიყვანეს

CNN

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და აჭარის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის ექვსი ახალი ფაქტი გამოავლინა. პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

"გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული. ქვეყანაში ინფიცირებულია 85 პაციენტი, მათგან 14 - გამოჯანმრთელდა.

კომენტარები