კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: 30-მდე პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას და საკარანტინო ზონაში გადავა

იმედი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 30-მდე ადამიანი კლინიკას დატოვებს და საკარანტინე ზონაში გადავა.

"ჩატარებული კვლევის შედეგად, ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა, საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი დადებითი შემთხვევა, დანარჩენი მოვიდა უარყოფითი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ეს პაციენტები დაახლოებით სამი ათეული დღეს დატოვებს კლინიკას და გადავა საკარანტინო ზონაში"- თქვა რატიანმა და აღნიშნა, რომ COVID 19-ით ინფიცირებულ ორსული ქალის მდგომარეობა სტაბილურია და რაიმე კლინიკური გამოვლინებები არ აღენიშნება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 85 ადამიანია ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 14 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში 4641 პირი იმყოფება. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. 

21 აპრილამდე ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

კომენტარები