ფოთის პორტი

APM ტერმინალსმა ფოთის პორტის გაფართოების პირველი საფეხურის ნებართვა მიიღო

Montage Georgia

ფოთის პორტის ოპერატორმა კომპანიამ, APM ტერმინალსმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც მათ სახელმწიფოსგან მიიღეს პორტის გაფართოების პირველი საფეხურის, მიწათსარგებლობის ნებართვა.

"ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. მისი შემდეგი (მეორე) საფეხურია პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესწავლა და პროექტის დეტალური დოკუმენტაციის შემუშავება," - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც APM ტერმინლასში განმარტავენ, მეორე საფეხურის შემდეგ მოდის ნებართვის გაცემის მესამე, საბოლოო ეტაპი, რომლის დროსაც უნდა "მოძიებულ იქნას ნავსადგურთან წვდომის ოპტიმალური გზები მშენებლობისა".

მიწათსარგებლობის ნებართვა APM ტერმინალსმა პირველად 2019 წლის მაისში მიიღო - 29 მაისს "APM ტერმინალსმა" გავრცელდა ინფორმაცია 2 მაისს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. 30 მაისს მთავრობამ უკან დაიხია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ფოთის პორტისთვის "მიწათსარგებლობის წინასაწარი სარგებლობის დოკუმენტი" გაიცა და ის უკვე გაუქმებულია.

ხელახალი განცხადებით APM ტერმინალსმა მთავრობას 2020 წლის თებერვალში მიმართა.

კომენტარები