ქართველები უცხოეთში

გახარია: საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს საელჩოს და ჩვენ ჩამოვიყვანთ

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც ამჟამად ქვეყნის ფარგლებს გარეთ არიან, შეუძლიათ, მიმართონ საელჩოებს და მთავრობა მათ "ორგანიზებულად ჩამოიყვანს".

როგორც გახარია ამბობს, ამაში საქართველოს არავის დახმარება სჭირდება.

"საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველი დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს შეუძლიათ მიმართონ ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება," - თქვა პრემიერმა.

გუშინ, 27 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ქვეყნის გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მგზავრობის მარშრუტი მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით დაგეგმონ.

უწყების ინფორმაციით, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში დაეხმარნონ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

კომენტარები