ხანძარი

ბათუმში სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა, ხანძარი ლოკალიზებულია

0 კომენტარი
ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბათუმში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე 2-სართულიან სახლის სახურავს ხანძარი გაუჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თავდაპირველად ადგილზე 2 სახალნძრო-სამაშველი ჯგუფი მივიდა, რომლებმაც შენობაში მყოფი მოსახლეობა გარეთ გაიყვანეს. 

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებული იყო სახლის სასხვენო გადახურვაზე და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა მისი დროული შეკავება მოხერხდა. 

ამ დროისთვის ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი მუშაობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები