ახალი კორონავირუსი

რუსეთის მიერ საზღვრების ჩაკეტვის პარალელურად ე.წ "საზღვარი" ოკუპირებულმა აფხაზეთმაც ჩაკეტა

0 კომენტარი
ფოტო: Sova News

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რუსეთის მიერ საზღვრების სრულად ჩაკეტვის გადაწყვეტილების პარალელურად, ქვეყანასთან ე.წ "საზღვარი" ოკუპირებულმა აფხაზეთმაც ჩაკეტა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას, ე.წ ბრძანებით, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან ე.წ "საზღვარი" ჩაკეტა. 

"20 აპრილამდე შეიზღუდოს [ოკუპირებული] აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხოეთის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე ადამიანების შემოსვლა. გამონაკლისია [ოკუპირებული] აფხაზეთის რესპუბლიკაში [დე-ფაქტო] აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, [ოკუპირებული] აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო სამმართველოს სამხედროები და საერთაშორისო სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები,"- წერია ე.წ ბრძანებაში. 

მოგვიანებით ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა დე-ფაქტო მინისტრმა განმარტა, რომ შეზღუდვა რუსეთის მოქალაქეებსაც ეხებათ. 

ამ განცხადებიდან მალევე გამოქვეყნდა რუსეთის პრემიერმინისტრის, მიხაილ მიშუსტინის, ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა 30 მარტიდან საზღვრებს სრულად ჩაკეტავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები