ტრამპი: ნიუ-იორკის შტატში საკარანტინო რეჟიმის ამოქმედებას ვგეგმავთ

CNN

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების შენელების მიზნით, ნიუ-იორკის შტატში საკარანტინო რეჟიმის ამოქმედება იგეგმება. 

"ჩვენ ნიუ-იორკში საკარანტინო რეჟიმის გამოცხადებას ვგეგმავთ, რადგან ის ცხელი წერტილია. ამაზე ვფიქრობ," - უთხრა ტრამპმა მედიას. 

ტრამპისვე თქმით, ახალი ზომების მიხედვით, საკარანტინო რეჟიმი, შესაძლოა, ნიუ-ჯერსისა და კონექტიკუტის ნაწილსაც შეეხოს. 

"შეიძლება, ეს არ გავაკეთოთ, თუმცა, არსებობს შესაძლობლობა, რომ დღეს რაღაც დროს კარანტინი გამოვაცხადოთ მცირე, 2-კვირიანი ვადით,"- თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

აშშ-ის მასშტაბით ყველაზე მეტი ინფიცირებული სწორედ ნიუ-იორკის შტატშია. ამ დროისთვის, შტატში 52 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც მინიმუმ, 728 ადამიანი გარდაიცვალა. მხოლოდ დღეს შტატის მასშტაბით 6 056 შემთხვევა გამოვლინდა და ბოლო 24 საათში 122 ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ-ში ჯამში 112 560 შემთხვევაა, საიდანაც 1 878 ადამიანი გარდაიცვალა, 3 219 კი - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანამ ჩინეთს 26 მარტს გაუსწრო.

კომენტარები