ანჯელინა ჯოლი 1 მილიონი დოლარით კორონავირუსით დაზარალებულ ბავშვებს დაეხმარება

Meg Bucholtz

ანჯელინა ჯოლიმ ამერიკულ საქველმოქმედო ორგანიზაციას "No Kid Hungry"-ის 1 მილიონი დოლარი შესწირა.

ორგანიზაცია გადარიცხული ფულით იმ ბავშვებს დაეხმარება, რომელთა ოჯახებს დაბალი შემოსავალი აქვთ და ახალი კორონავირუსის პანდემიამ მათი მდგომარეობა უფრო მეტად დააზარალა.

"მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის მილიარდი ბავშვი ვერ დადის სკოლაში  კორონავირუსის გამო. ბევრი ბავშვი სკოლის კვებაზე არის დამოკიდებული, თითქმის 22 მილიონი ბავშვი ამერიკაში საკვებს დახმარებს სახით იღებს. No Kid Hungry დიდ ძალისხმევას დებს იმისთვის, რომ იმდენ ბავშვს დაეხმაროს, რამდენიც შესაძლებელია", - თქვა ანჯელინა ჯოლიმ.

თავად საქველმოქმედო ორგანიზაციამ, უკვე 2 მილიონი დოლარი გადაურიცხა ამერიკის 30 შტატში არსებულ სხვა ორგანიზაციებს.

28 მარტის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 118 592 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 3 224 ადამიანი და გარდაცვლილია - 1 979.

კომენტარები