განკურნებული ადამიანები

საქართველოში კორონავირუსისგან 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ორი ბავშვია

საქართველოში კორონავირუსისგან 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა. მისივე თქმით, ინფექციურში მოთავსებული 5 ბავშვიდან ორი გამოჯანმრთელდა. 

"განმეორებით ჩატარებული ტესტირების პასუხები ორ პაციენტთან არის უარყოფითი და ეს ორი პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას, სულ ჯამში 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა. აქედან ორი ბავშვია. სამი ბავშვი რჩება ინფექციურში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,"-ამბობს ეზუგბაია.

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადატურებული. საკარანტინე ზონებში 4695 ადამიანი იმყოფება. ერთი კვირის წინ, ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. გარდა ამისა, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. 

კომენტარები