კორონავრიუსი საქართველოში

ტურძელაძე: კლინიკაში მყოფი 3 ჩვილიდან ერთის მდგომარეობა უკეთესია, ორის სტაბილურად მძიმეა

0 კომენტარი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, ამ დროისთვის მის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტია, რომელთაგან 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

"15-დან 2 არის რეანიმაციაში, აპარატულ სუნთქვაზე, მათი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, თუმცა ვიტალური ფუნქციები შენარჩუნებული აქვს და იმედი გვაქვს, მათი გამოჯანმრთელების"- თქვა ტურძელაძემ და აღნიშნა, რომ 3 პაციენტის მდგომარეობა კარგია, ჩივილები აღარ აქვთ და 14 დღის გასვლის შემდეგ ტესტს გაუკეთებენ. 

რაც შეეხება 3 ჩვილის მდგომარეობას, პირველის მდგომარეობა უკეთესია, ხოლო დანარჩენი ორის - სტაბილურად მძიმე. 

საქართველოში, 29 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევა არის დადასტურებული. აქედან, 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. კარანტინშია ორი მუნიციპალიტეტი - ბოლნისი და მარნეული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები