ათონის მთის მონასტერში მოღვაწე ბერს Covid-19 დაუდასტურდა, სიმპტომები აქვთ სხვა ბერებსაც

ათონის მთის მონასტერში ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სალონიკში AHEPA-ს ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ბერი, რომელიც ათიონის მთაზე ცხოვრობს, ინგლისში სხვა ბერებთან ერთად იმყოფებოდა, რომელთაც ასევე აქვთ Covid 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ისინი თავიანთ სენაკებში კარანტინში არიან.

ეს ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევაა ათონის მთაზე, რომელიც ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მომლოცველებისთვის 20 მარტს დაიხურა.

კომენტარები