კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 91-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა - ინფიცირების შემთხვევები 91-მდე გაიზარდა. მათგან 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული

კარანტინში 4 717 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 268 ადამიანია. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები სრულად მკაცრ საკარანტინო რეჟიმშია. 

კომენტარები