კორონავირუსი

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით 756 ადამიანი გარდაიცვალა

ABC

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 724 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 5 217 ახალი შემთხვევა. 

ჯამში, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 97 689 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 13 030 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 779 კი გარდაიცვალა.  

იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი. დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს - დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა რამე დაავადება. 48.5%-ს სამი ან მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს - ორი, ხოლო 25.1%-ს - ერთი მაინც. 

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 18%-ის მონაცემები შეისწავლეს.

კომენტარები