კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: პრობლემურია 4 პაციენტი, 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 2-ს მძიმე პნევმონია აქვს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ უცვლელია. ჯერჯერობით კლინიკაში რჩება 4 პრობლემური პაციენტი, რომელთაგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 2-ს აქვს პნევმონიის მძიმე ფორმა.

რაც შეეხება ახალ შემთხვევას, ეზუგბაიას ცნობით, რიგით 91-ე პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია და ეს უკავშირდება ინგლისში მოგზაურობას.

კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტი საქართველოში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და როგორც ეზუგბაია განმარტავს, მისი მდგომარეობა "ჯერჯერობით მძიმე არაა".

29 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 91 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4 717 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268.

კომენტარები