სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ოჯახებს ფულად დახმარებას გაუწევს

მუნ ჯე ინი
Time

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყანაში ოჯახების უმეტესობას ფულად დახმარებას გაუწევენ და დაამტკიცებენ ახალ ბიუჯეტს, რომელიც ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებაზე იქნება გათვლილი.

მისი თქმით საგანგებო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ყველა ოჯახი, გარდა მათი, ვინც შემოსავლის მიხედვით პირველ 30%-ში შედის, 1 მილიონ ვონს ($816) მიიღებს.

"ჩვენმა მოქალაქეებმა კორონავირუსის გამო დარტყმა მიიღეს და იმსახურებენ ამის ანაზღაურებას, რათა შეუმსუბუქდეთ ტკივილი და შეძლონ ვირუსთან ბრძოლაში ჩართვა. მთავრობისათვის აუცილებელია ჰქონდეს ფინასური შესაძლებლობა რათა მოემზადოს ეკონომიკური შოკისათვის და სწრაფად მოახდინოს რეაგირება პოტენციურ კრიზისზე." თქვა მან.

მუნ ჯე ინის თქმით გადასახადების ნაწილი მოეხსნებათ პატარა და საშუალო ზომის კომპანიებსაც. გარდა ამისა, აპრილში ქვეყნის პარლამენტი დაამტკიცებს დამატებით ბიუჯეტს კორონავირუსის მიერ გამოწვეულ შედეგებთან საბრძოლველად.

სამხრეთ კორეის მთავრობამ ვირუსთან საბრძოლველად უკვე გამოყო 9.54 მილიარდი აშშ დოლარი.

ამჟამად ქვეყანაში გამოვლენილია COVID-19-ით ინფიცირების 9,661 შემთხვევა. გარდაიცვალა 158 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 5,228.

კომენტარები