ჯერემი რენერი

ჯერემი რენერმა კორონავირუსის თემატიკაზე მუსიკალური ალბომი გამოუშვა

Film.ru

შურისმაძიებლების ვარსკვლავმა, მსახიობმა ჯერემი რენერმა მუსიკალური ალბომი The Medicine გამოუშვა. 

ნამუშევარი 7 ტრეკისგან შედგება და ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს ეხმიანება.

"ყოველთვის მიმაჩნდა რომ მუსიკა ადამიანებს აერთიანებს. დღევანდელ სამყაროში შეხების წერტილების პოვნა რთულია, მაგრამ მუსიკა ჩემთვის შეუცვლელია. მუსიკის სიღრმისეული შეგრძნება, ვნებიანი ცეკვა და ერთად ცხოვრება დღეს აქტუალურია როგორც არასდროს."

30 მარტის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 143,101 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელდა 4,865 და გარდაიცვალა 2,518 ადამიანი.

კომენტარები