სტივენ კინგი

სტივენ კინგი ტუალეტის ქაღალდის დეფიციტს სახუმარო პოსტით გამოეხმაურა

Twitter

ამერიკელი მწერალი, საშინელებათა ჟანრის დიდოსტატი სტივენ კინგი კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ტუალეტის ქაღალდის დეფიციტს სახუმარო პოსტით გამოეხმაურა. 

Twitter-ში გამოქვეყნებულ ფოტოზე საკანალიზაციო ჭასთან ტუალეტის ქაღალდის რულონსა და წითელ ბუშტს ვხედავთ. სცენა გადათამაშებულია კინგის რომანიდან It, სწორედ ასე, ჭასთან დატოვებული სასურველი ნივთებით იზიდავდა ჯამბაზი პენიუაიზი მსხვერპლს. 

სახალისო პოსტს სოციალურ ქსელებში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. მომხმარებლების ნაწილმა მსგავსი ფოტოები გადაიღო და კინგის პოსტს კომენტარებში დაურთო.

კომენტარები