მსოფლიო პანდემიის გამო, შესაძლოა, პრეზერვატივების დეფიციტი შეიქმნას

The Jakarta Post

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, შესაძლოა, პრეზერვატივები შეიქმნას.

Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოში პრეზერვატივების მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანია მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა, პრეზერვატივების მარაგის გლობალური დეფიციტი შეიქმნას, რადგან მიწოდება 50%-ით შემცირდა, ხოლო კომპანიის მარაგები მხოლოდ მომდევნო 2 თვისთვისაა საკმარისი. 

გამოცემა მალაიზიაში დაფუძნებულ Karex Bhd.-ის ესაუბრა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყოველი 5 პრეზერვატივიდან 1-ს აწარმოებს. Karex Bhd.-მა საწარმოს ერთკვირიანი ჩაკეტვის შემდეგ, საწარმო მხოლოდ პარასკევს გახსნა და ამასთან ნახევარი ძალებით ამუშავებს. კომპანია გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ პრეზერვატივები, ძირითადად, ჩინეთსა და ინდოეთში მზადდება და ორივე ქვეყანაზე პანდემის მძიმე გავლენა აქვს. 

Karex-ს ჯგუფის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, გოჰ მია კიატის თქმით, პრეზერვატივებზე მოთხოვნა ორნიშნა რიცხვებით იზრდება, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ხელისუფლებები აქტიურად მოუწოდებენ მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში, ბევრი ადამიანი კი თავს იკავებს შვილების ყოლისგან განუსაზღვრელი მომავლის გამო.

Karex Bhd. პრეზერვატივებს ქმნის ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორიცაა მაგალითად, Durex და ამასთან აქვს საკუთარი ბრენდიც. Bloomberg-ის ცნობით, კომპანია წელიწადში 5 მილიარდზე მეტ პრეზერვატივს ამზადებს და 140-ზე მეტ ქვეყანაში ეწევა მის ექსპორტს. ამ მხრივ, კომპანია ახლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ხელისუფლებები საზღვრებს კეტავენ, ავიაკომპანიები კი, ფრენებს აუქმებენ. 

"გადაჭრით ვიტყოდი, რომ ეს არის უპრეცენტენტო მდგომარეობა,"- ამბობს გოჰი. 

მისივე განცხადებით, პრეზერვატივები, შესაძლოა, გაძვირდეს. 

"ჩვენ დასაქმებულებს კვლავ სრულ ხელფასს ვუხდით მაშინ, როდესაც ისინი ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ, ასე რომ, ბუნებრივია, რომ მოგვიწევს ფასის გაზრდა,"- თქვა გოჰმა.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის 738 987 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 35 013 ადამიანი გარდაიცვალა, 156 317 კი - გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები