კორონავირუსი საქართველოში

მერია: ტაქსით, მგზავრის გადაყვანის დროს, მანქანის ფანჯრები დახურული არ უნდა იყოს

თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. 

ტაქსის მძღოლებს კი მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. 

"31 მარტიდან, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. 
კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ." - წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში "ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმი" გამოაცხადა და ე.წ კომენდანტის საათი დააწესა საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. 

ამ დრომდე, 21 მარტიდან ქვეყანაში მხოლოდ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო. 

30 მარტის 18:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 98 ადამიანს აქვს დაუდასტურდა, საიდანაც 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში 4 978 ადამიანი იმყოფება. 

კომენტარები