კორონავირუსი საქართველოში

ცქიტიშვილი: მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ სოციალურად დაუცველებს გვერდში დავუდგეთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სოცილურ დაუცველ ოჯახებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ სოციალურად დაუცველებსა და მრავალშვილიან ოჯახებს გვერდში დაუდგეს.

„სოციალურად დაუცველები ყოველთვის იყო ჩვენი ზრუნვის საგანი და დღესაც ხედავთ, იგივე მარნეულში, ბოლნისში და სხვა მუნიციპალიტეტებში, ჩვენი თანამშრომლები, მოხალისეები, ბიზნესის წარმომადგენლები მაქსიმალურად ზრუნავენ ყველაზე შეჭირვებულ ფენაზე, სოციალურად დაუცველებსა თუ მრავალშვილიან ოჯახებზე. ეს არის უკვე ის სოლიდარობის აქტი, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ. ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ყველაზე შეჭირვებულ ფენას გვერდში დავუდგეთ," - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ამის შესახებ ცქიტიშვილმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა და ე.წ კომენდანტის საათი დააწესა საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. 

ამ დრომდე, 21 მარტიდან ქვეყანაში მხოლოდ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო. 

30 მარტის 18:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 98 ადამიანს აქვს დაუდასტურდა, საიდანაც 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში 4 978 ადამიანი იმყოფება. 

კომენტარები