სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი მილუტინი
Bljesak.info

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი ეპისკოპოსი მილუტინ კნეზევიჩი ახალი კორონავირუსის ინფექციით გარდაიცვალა

71 წლის ეპისკოპოსი გარდაცვალებამდე, დაახლოებით, ერთი კვირით ადრე სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეპისკოპოსთან ერთად ახალი კორონავირუსი მისი ეპარქიის კიდევ ორ მღვდელს დაუდასტურდა. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სერბეთის მიერ გასულ თვეში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და საჯარო შეკრებების აკრძალვის შემდეგ, სერბეთის პატრიარქმა ირინეოსმა აკრძალა ყველა სახის მსახურება და მორწმუნეებს სთხოვა, ღვთისმსახურებისთვის ტელევიზორში ეყურებინათ. თუმცა, ეკლესიამ დღეების განმავლობაში კვლავ გააგრძელა მრევლის ერთი კოვზით ზიარების პრაქტიკა ეკლესიების გარეთ, სანამ გასულ კვირას დამატებითი შეზღუდვის საფუძვლით ზიარება მხოლოდ სახლებში არ გახდა შესაძლებელი.

სერბეთში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის დადასტურებული 785 შემთხვევაა, საიდანაც 16 ადამიანი გარდაიცვალა, 42 კი - გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები