კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 3 ახალი შემთხვევიდან 2 ჩვენ ცენტრშია, ესაა ინგლისის კლასტერი

0 კომენტარი
ფოტო: Interpressnews

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დღის მეორე ნახევარში გამოვლენილი 3 ახალი შემთხვევიდან, 2 ინფექციური საავადმყოფოს ცენტრში დადასტურდა.

როგორც ეზუგბაია განმარტავს, პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია, ესაა ე.წ. ინგლისის კლასტერი. გუშინ, 29 მარტს, რიგით 91-ე პაციენტი ინგლისში მოგზაურობისას დაინფიცირდა. ეზუგბაიას განმარტების მიხედვით, 2 ახალი შემთხვევა სწორედ ამ პაციენტს უკავშირდება.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ცნობით, ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკაში კვლავ რჩება 4 პრობლემური პაციენტი, რომელთაგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 2-ს აქვს პნევმონიის მძიმე ფორმა.

30 მარტის საღამოს მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 100 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4 978 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 266.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები