ევროპული საქართველო

ბოკერია: პრემიერის განცხადება არ შეიცავდა ნებას, რომ სასულიერო პირები წესებს შეასრულებენ

0 კომენტარი
გიგა ბოკერია ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერმინისტრის მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში ფაქტობრივი კარანტინის გამოცხადებას ეხმაურება. 

ბოკერიას შეფასებით, ასეთ მძიმე დროს შეზღუდვების გამკაცრება შეიძლება და მცირე დროით არის კიდეც საჭირო, უბრალოდ, რა შეზღუდვებიც დადგინდება, ის შეზღუდვები უნდა შესრულდეს ყველას მიერ. 

"აქამდე არსებული შეზღუდვები არ სრულდებოდა სასულიერო პირების და მრევლის ნაწილის მიერ და ახლაც განცხადებები პრემიერმინისტრის მხრიდან არ შეიცავდა პოლიტიკურ ნებას, რომ ეს წესები შესრულდეს. ამიტომაა, ეს პრობლემა, მათ შორის,"- თქვა ბოკერიამ. 

დეპუტატის განცხადებით, აუცილებელია ასევე არსებობდეს ხედვა, რა მიმართულებით მიდის სახელმწიფო ჯანდაცვისა და ეკონომიკის კუთხით, ვინაიდან ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. 

"ევროპულმა საქართველომ ჩვენი ხედვა, გეგმა სრულფასოვნად, ჩვენი აზრით, დავდეთ და გვინდა გამოხმაურება და საქმიანი საუბარი და ყველა შემთხვევაში გვინდა მთავრობის ხედვის მოსმენა იმიტომ, რომ ეს სჭირდება ქვეყანას,"- თქვა გიგა ბოკერიამ. 

30 მარტს ქვეყანაში ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა და 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათი დაწესდა. 

რაც შეეხება იმას, თუ როგორ იმოქმედებს ეს შეზღუდვები ეკლესიაზე, პრემიერმინისტრმა გახარიამ თქვა, რომ "სრული კარანტინი, ე.წ კომენდატის საათი ნიშნავს, რომ 21 საათიდან დილის 6 საათამდე ფუნქციონირება შეეძლებათ მხოლოდ აფთიაქებს - სხვას არაფერს, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი". 

თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს მისი გაკეთებული განცხადება, რომ შეკრების თავისუფლების "შეზღუდვა შეეხება ყველას და ყველაფერს", ეკლესიასთან მიმართებით მართალი არ აღმოჩნდა, რადგან მიუხედავად გაზრდილი რისკისა, ეკლესიებში კვლავ აღევლინება წირვა-ლოცვა, კვირაობით კი მორწმუნეები კვლავ ერთი კოვზით ეზიარებიან

ამ დრომდე, 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო. 30 მარტის 20:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 100 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში 4 978 ადამიანი იმყოფება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები