ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თვითიზოლაციაშია

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მის ერთ-ერთ თანაშემწეს Covid-19 დაუდგინდა. 

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ნეთანიაჰუც და მისი გარემოცვის წევრებიც ტესტის პასუხს ელოდებიან. Times of Israel-ის ცნობით, ნეთანიაჰუს თანაშემწეს ახალი კორონავირუსი ქმრისგან გადაედო, რომელსაც მოგვიანებით ჰოსპიტალიზაციაც დაჭირდა. 

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნეთანიაჰუს Covid-19-ით ინფიცირებულ თანაშემწესთან არანაირი შეხება არ ქონია. 

ცნობისთვის ამ დროისთვის ისრაელში ახალი კორონავირუსის 4,347 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 16 პაციენტი. 

ცნობისთვის 27 მარტს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს.

კომენტარები