საკონსტიტუციო სასამართლო

უზენაესი სასამართლო 31 მარტს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ წევრს დანიშნავს

0 კომენტარი
საქართველოს უზენაესი სასამართლო ფოტო: რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

უზენაესი სასამართლო 31 მარტს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს დანიშნავს.

უზენაესი სასამართლოს ცნობით, 31 მარტს, 15:00 საათზე პლენუმის სხდომა გაიმართება, სადაც დღის წესრიგით სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნაა გათვალისწინებული.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს კვოტით გამწესებული მოსამართლე. საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაია კოპალეიშვილს 2019 წლის 4 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს კვოტის შევსება უნდა მოხდეს "საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა". შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნის ვადა 24 ნოემბერს ამოეწურა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ წევრს უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე ირჩევს, მათ შორის, ახლადდანიშნული 14 მოსამართლე - შალვა თადუმაძე, ნინო ქადაგიძე, მერაბ გაბინაშვილი და ა.შ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები