კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსთან ბრძოლისთვის ევროკავშირი საქართველოსთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს

Emerging Europe

კორონავირუსთან ბრძოლისთვის ევროკავშირი საქართველოსთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, თანხა კორონავირუსის გავლენის შემცირებასა და სოციალურ-ეკონომიკური შედეგების გამოსწორებას მოხმარდება.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას თვითერზე გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა მათ. 

"ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან გამოჩენილ სოლიდარობასა და დახმარებას საქართველოსთვის Covid 19 - თან ბრძოლაში.  მადლობას ვუხდით ევროკავშირს, 20€ მილიონზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავლენის შემცირებასა და სამედიცინო აპარატურების შესყიდვას მოხმარდება, ხოლო €70 მილიონზე მეტი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრელად გადამისამართდება," - წერს ზალკალიანი. 

კომენტარები