კორონავირუსი

იტალია საყოველთაო კარანტინს მინიმუმ 12 აპრილამდე ახანგრძლივებს

ABC

იტალია საყოველთაო კარანტინს მინიმუმ 12 აპრილამდე ახანგრძლივებს. ინფორმაციას BBC ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. აქამდე ჩაკეტვის ზომები 3 აპრილამდე იყო მიღებული.

იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვაგან. იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი.

30 მარტის მონაცემებით, იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს გადაცდა. დაიღუპა 11,591 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 14,620. აღსანიშნავია, რომ 17 მარტის შემდეგ, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე ნაკლები ახალი შემთხვევა სწორედ 30 მარტს დადასტურდა. გაეცანით ბოლო ორი კვირის სტატისტიკას.

კომენტარები