კორონავირუსი

ერთ დღეში ესპანეთში 913 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა ინფიცირების 7,846 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათში ესპანეთში 913 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა ინფიცირების 7,846 ახალი შემთხვევა. ეპიდემიის დაწყებიდან, ეს ქვეყანაში ერთ დღეში ინფიცირების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯამში ქვეყანაში COVID 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 7,716 გახდა. ინფიცირებულთა - 87,956.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 781,174 შემთხვევაა აღწერილი, აქედან 164,722 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა - 37,568.

კომენტარები