Rihanna

“ათ წელიწადში 3 ან 4 შვილი მეყოლება” - რიანას ინტერვიუ ბრიტანულ ვოგთან

0 კომენტარი
ფოტო: Vogue

რიანა ბრიტანული ვოგის მაისის გარეკანზე მოხვდა და ჟურნალს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა.

მომღერალმა ახალი ალბომის გამოშვების, თავისი ბავშვობის, SavageXFenty-ის და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

"ვერ ვიტყვი როდის გამოვუშვებ [ახალ ალბომს], თუმცა მე აგრესიულად ვმუშაობ ახალ მუსიკაზე", - თქვა მან.

რიანას თქმით, მის ცხოვრებაში ახალი ფაზა დაიწყო. ცოტა ხნის წინ, მან ხანგრძლივი ურთიერთობა დაასრულა თავის შეყვარებულთან, ჰასან ჯამილთან.

"მას შემდეგ, რაც 32 წლის გავხდი, მივხვდი რომ ცხოვრება ხანმოკლეა. არ გაქვს დიდი დრო იმისთვის, რომ სისულელეებზე დახარჯო, იცით? როდესაც გადავსებული ხარ ემოციებით, რაღაცების მოშორება უნდა დაიწყო. მე ძალიან გადავსებული ვარ. მე ვუბრუნდები შავსა და თეთრს, ჩემი ნაცრისფერი მხარე დაიკეტა", - თქვა მან.

ამის შემდეგ, მას ჟურნალისტმა კითხა, თუ სად ხედავს თავის თავს 10 წელიწადში.

"ათ წელიწადში? 42 წლის ვიქნები, ანტიკური ხანის ვიქნები. შვილები მეყოლება - 3 ან 4", - უპასუხა რიანამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები