ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

მთავრობა დღეიდან ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობას აჩერებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან, 31 მარტიდან ჩერდება ფინანსური სერვისის მიმწოდებელი რიგი სუბიექტების მუშაობა.

ეს პუქნტებია: სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, საკრედიტო კავშირები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორები, აქტივების მმართველი კომპანიები, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ამ სუბიექტებს, გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა, შეეძლებათ, შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისში მიუსვლელად განაგრძონ საქმიანობა.

ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ისევე, როგორც საგადახდო სისტემის ოპერატორები და საგადახდო მომსახურების პროვაიდერები შეძლებენ, მუშაობა ოფისებიდანაც გააგრძელონ.

კომენტარები